14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა. 41 წლის წინ საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა. ახალი ნორმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო.

პროტესტი სულ 327 სტუდენტის ხელმოწერით დაიწყო. საბოლოოდ კი 60 ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. სიტუაციის სიმძიმეს ყველა გრძნობდა. პარლამენტის შენობის გარეთ მომიტინგეები იდგნენ, შენობის შიდა ეზო კი სამხედროებით იყო სავსე. ბოლო წუთს საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.

14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებების კვირეული იგეგმება.

დატოვე კომენტარი