„წიგნების თარო“ - მასტერკლასები სტუდენტებისთვის

საქართველოს პირველი არხის პროექტის, „წიგნების თაროს“ ორგანიზებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა. „საოცარი ახალი სამყარო“ შემეცნებითი ღონისძიებაა, რომელსაც „წიგნების თარო“ უკვე მეორედ ატარებს, ამჯერად თბილისში. კონფერენციაზე აქტუალურ საკითხებზე, მომავლის ხედვებსა და ტენდენციებზე სტუდენტები და პროფესიონალები საუბრობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის მასტერკლასი „მედიის დილემა“. ასევე, ანდრო დგებუაძისა და გია ბარკალაიას მასტერკლასები „თამაშის ალქიმია“ და „კომუნიკაციები დღეს და ხვალ“. კონფერენციის  მიზანია ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც ახალგაზრდულ პრობლემატიკას, აქტუალურ საკითხებსა და მომავლის პერსპექტივებს სადისკუსიო საკითხად აქცევს.

ღონისძიება მოიცავდა როგორც გამოცდილი სპეციალისტების, მაღალი რანგის პროფესიონალების მასტერკლასებს, ასევე სტუდენტური მოხსენებების სერიას „სტუდენტები ფიქრობენ“.

წიგნების თარო