#არჩევნები2020 – მეორე ტური
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატის მანდატი მათმა კანდიდატებმა მოიპოვეს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, მათ მაჟორიტარობის კანდიდატებს დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბოიკოტის მიუხედავად, ოპოზიცია მაინც აქტიურობდა.