დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის დედა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატი საქმეში არსებულ ახალ გარემოებებზე საუბრობენ. მათი თქმით, ექსპერტიზის დასკვნით საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულება დაზიანებულია. დაზარალებულის განცხადებით, გარდაცვლილის სისხლიდან აღებული ნივთმტკიცების მთლიანობა დარღვეულია.
ადვოკატის თქმით, აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით უკვე საქმის კურსშია შსს. ისინი მტკიცებულებების დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ.