12 წელი აგვისტოს ომიდან

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ტრადიციულად 7 აგვისტოს  შეიკრიბნენ ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში. მათ მსვლელობა გამართეს ქართულ საგუშაგომდე, ცხინვალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს და 12 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს.

დღეს დილიდან ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში შეიკრიბნენ „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. ოპოზიციის წევრებმა დღეს გმირი ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეც მიაგეს.