აგვისტოს ომის გმირები სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსენეს

ომის გმირები სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსენეს. ომში დაღუპულთა მემორიალთან, გარდაცვლილთა პატივის მისაგებად იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ჩიქოვანი. შეკრებილებმა რუსულ აგრესიასა და ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრეს. სამეგრელოში 2008 წლის აგვისტოს ომს 38 ადამიანი შეეწირა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, ჯარისკაცები.