11 წლის ანანო სანიკიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

11 წლის ანანო სანიკიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. პატარა გოგონას რამდენიმე კვირის წინ, ავარიის შედეგად თავის ტვინი დაუზიანდა, რამაც კიდურების მოტორული შესუსტება და მეტყველების უნარის დარღვევა გამოიწვია. იმისათვის, რომ გოგონამ გადაადგილება და ლაპარაკი ისევ შეძლოს, მას ახლა კომპლექსური და ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება. სარეაბილიტაციო პერიოდი ხანგრძლივია და დიდ თანხასთან არის დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც ოჯახს ამ ეტაპზე არ აქვს. დახმარების მსურველებს გთხოვთ, თანხა მითითებულ ნომერზე გადარიცხოთ. ნებისმიერი თანხა, ოჯახს პატარა გოგონას სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება.