11 წელი რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებიდან

11 წელი რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებიდან.

2008 წლის 26 აგვისტოს, ომიდან ორ კვირაში კრემლმა საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. მოსკოვის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონებს არცერთი ქვეყანა არ აღიარებს, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ოთხი რეჟიმის გარდა.

წლებია, მსოფლიო ლიდერების განცხადებების მთავარი გზავნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და რუსეთისთვის მოწოდებაა, რომ 11 წლის წინანდელი გადაწყვეტილება უკან წაიღოს. ეს მოწოდება მოსკოვის მისამართით დღესაც გაისმა.

არაღიარების პოლიტიკის ნაწილში ოფიციალური თბილისი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ამ კონტექსტში აქცენტი ამერიკის მიერ მიღებულ დოკუმენტზე კეთდება, სადაც წერია, რომ ვაშინგტონის ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს ქვეყანა, თუ ის საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას ცნობს.