100 ათასი მოწამის ხსენების დღე

100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია.

მეტეხის ხიდზე მეუფე შიომ პარაკლისი გადაიხადა, რის შემდეგაც მტკვარში ყვავილების გვირგვინები ჩაუშვეს. რვა საუკუნის წინ, თბილისის აღების შემდეგ სარწმუნოებისთვის თავდადებულ 100 ათას ქრისტიანს თავი მოკვეთეს. 100 ათასი ქართველი მოწამე ჯალალედინის ბრძანებით 1227 წელს აღესრულა, რადგან მათ სარწმუნოების შეცვლასა და ქრისტიანული სიწმინდეების შეურაცხყოფაზე უარი თქვეს.