10 წელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან
„დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვის,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ დესტაბილიზაციის და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილური გარემოს შენარჩუნებაზე და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურის 10 წლის იუბილე ასევე პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანრი ოხანაშვილმა სამსახურის თანამშრომლები, სხვადასხვა ხარისხის სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი ხარისხისა და საპატიო მედლები, უწყების 328 თანამშრომელს გადაეცა.