10 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან

აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე საქართველოში ევროპიდან მაღალი რანგის სტუმრები ჩამოდიან.

ლიეტუას, ლატვიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი თბილისს 6 აგვისტოს ესტუმრებიან. გამომგზავრების წინ ვიზიტის შესახებ ექსკლუზიურად „მოამბესთან“ ლიეტუას პირველი დიპლომატი საუბრობს. ეს იქნება ღია მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და მკაფიო გზავნილი მოსკოვს იმ ქვეყნებისგან, რომელთა პირველი პირები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თბილისში ჩამოფრინდნენ. საომარი მოქმედებებიდან 10 წლის თავზე ვიზიტი ევროპელი დიპლომატების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაიგეგმა. ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრების გარდა ევროპელი ლიდერები საოკუპაციო ხაზთან მისვლასაც აპირებენ.

როგორ აფასებენ წლების შემდეგ საქართველოში 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს და რა უნდა გაკეთდეს მომავალში რუსული აგრესიის თავიდან ასაცილებლად – ქეთევან ქარდავა ესაუბრა ლიეტუას საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩუსს.

დატოვე კომენტარი