10 წელი ოკუპაციიდან

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებიდან ათი წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოება მუდმივად აფიქსირებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დღემდე არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, მყიფე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ჩამოშლილი ეკონომიკა და გაზრდილი კრიმინოგენული საფრთხეებია.

ქართულმა მხარემ დღეს კიდევ ერთხელ მიმართა აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის მსგავსად, ყველა იმ სიკეთით ისარგებლონ, რაც ცივილიზებულ სამყაროსთან დააკავშირებს განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ აღმსარებლობისა.