​ საქართველო-სომხეთის სტრატეგიული თანამშრომლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანსა და სომხეთის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა. სომეხი კოლეგის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა არაფორმალურ გარემოში განიხილეს. ნიკოლ ფაშინიანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისს 26 იანვარს ეწვია.