7 ნოემბრის საქმის განხილვა და მიხეილ სააკაშვილის მორიგი პოლიტიკური განცხადებები. დღევანდელ სხდომაზე მსჯავრდებულმა ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. დაიკითხა პროკურატურის მოწმე, რომელმაც მამამისის, გიორგი ჯაოშვილისა და ბადრი პატარკაციშვილის ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, გიორგი ჯაოშვილი ტელეკომპანია „იმედის“ დაფუძნების დღიდან სამეთვალყურეო საბჭოში იყო, ხელისუფლებასა და პატარკაციშვილს შორის არსებული უთანხმოების შემდეგ კი ზეწოლით სხვადასხვა დოკუმენტებზე ხელმოწერას აიძულებდნენ.
7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.