​დაკავება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე

ნარკოდანაშაული გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში. საქმეზე თურქეთის 2 მოქალაქეა დაკავებული. 1991 წელს დაბადებული პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული კი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბათუმში აიყვანეს.

ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს. მიმდინარეობს გამოძიება.

დატოვე კომენტარი