ტეგი: პოლიტიკა
#მოამბე 12 საათზე, 30 აპრილი, 2026 #LIVE
ირაკლი კობახიძე - დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის
შალვა პაპუაშვილი - მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი
მიხეილ ყაველაშვილი - ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი
მიხეილ ყაველაშვილი - საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს უდიდესი პატივით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას
პრემიერ-მინისტრმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
#მოამბე 10 საათზე, 30 აპრილი, 2026 #LIVE
მაკა ბოჭორიშვილი - არცერთ ქვეყანასთან თუ ორგანიზაციასთან მიმართებით არ გადაგვიდგამს რადიკალური ნაბიჯები, თუმცა რადიკალური ნაბიჯები ვიხილეთ კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან
მაკა ბოჭორიშვილი - ვისმენთ დეზინფორმაციაზე ლექციებს და უბრალოდ სასაცილოა, რომ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ამ დრომდე ვერ ხერხდება განთავსებული ინფორმაციის გასწორება
მაკა ბოჭორიშვილი - ძალიან ფრთხილი პოლიტიკის წარმოება გვევალება დღეს, რადგან სასწორის ერთ მხარესაა ქვეყნის მომავალი, უსაფრთხოება, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი
მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ არ გვჭირდება ქება-დიდება, ჩვენ გვჭირდება რეალურ დღის წესრიგზე დაფუძნებული ურთიერთობები, მაქსიმალურად ვცდილობთ, ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, რეალობა დავანახოთ
მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან
მაკა ბოჭორიშვილი - დაკავშირებადობაზე როდესაც საუბრობენ, ბევრი აცნობიერებს, რომ საქართველოს მაგიდასთან არყოფნა უფრო სასაცილო მდგომარეობაში აყენებს ევროკავშირს, ვიდრე საქართველოს
მაკა ბოჭორიშვილი - უმჯობესია საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება ნორმალურ ჩარჩოში, შანტაჟის ენით ამას ვერაფრით მოვახერხებთ
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს პარლამენტმა 2020 წლიდან ყველა კანონი მიიღო იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად გარკვეული ზომების მიღება გახდა საჭირო
მაკა ბოჭორიშვილი - ველოდებით, რომ საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ყველა ფორმატი სრულად აღდგება და თანამშრომლობა გაგრძელდება იმ ფორმატებში, რაც გათვალისწინებული იყო ასოცირების შეთანხმებით
მაკა ბოჭორიშვილი - ბევრი თვალსაზრისით, დღეს ევროკავშირისთვის საჭიროა, რომ საქართველოსთან იყოს დიალოგი, ამას ყველა აცნობიერებს, უბრალოდ, კითხვის ნიშანი არის ერთადერთი, როგორ გავაკეთოთ ეს?
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ელჩის განცხადება აღქმული იყო როგორც პირდაპირი მუქარა, რაზეც სრულიად სამართლიანი შეშფოთება გამოიხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან