კალენდარი

25 აგვისტოს გაიხსნება მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი, რომელშიც პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ნაკრები. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეჯიბრება სამ ქვეყანაში იმართება – იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში. 32 გუნდი რვა ოთხგუნდიან ჯგუფადაა გაყოფილი. ყოველი ჯგუფის საუკეთესო ორი გუნდი ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე განაგრძობს, სადაც ასევე ოთხი ნაკრები ითამაშებს. თანაჯგუფელთან წინა ეტაპზე ნაჩვენები შედეგი ყველას გადაჰყვება და დარჩება მხოლოდ ორი მატჩის გამართვა.

უფრო კონკრეტულად საქართველოს ნაკრების მაგალითზე: „ჯვაროსნები“ მოხვდნენ F ჯგუფში, სადაც მათ გარდა ითამაშებენ სლოვენია, კაბო ვერდე და ვენესუელა. საუკეთესო ორი გუნდი გადავა K ჯგუფში, სადაც დაუპირისპირდება E ჯგუფის (ავსტრალია, ფინეთი, იაპონია და გერმანია) საუკეთესო დუეტს.

გუნდები, რომლებიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავლენ, ასევე შექმნიან ოთხგუნდიან ჯგუფებს და გაინაწილებენ მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებს.

1/4-ფინლში გავა მეორე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო 8 გუნდი (ორ-ორი თითო ჯგუფიდან). ამას მოჰყვება ნახევარფინალი და ფინალი. პლეი ოფის მატჩების სათამაშოდ ყველა გუნდი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩავა.

მეორე ჯგუფური ეტაპის კალენდარი

 

პირველი არხი

1 სექტემბერი

12:30 გერმანია-საქართველო 100:73

16:10 სლოვენია-ავსტრალია 91:80

 

3 სექტემბერი

11:30 ავსტრალია-საქართველო 100:84

15:10 გერმანია-სლოვენია 100:71

17:30 ესპანეთი-კანადა 85:88

 

ტელესკოლა

1 სექტემბერი

12:00 სერბეთი-იტალია 76:78

16:40 ლიეტუვა-საბერძნეთი 92:67

 

3 სექტემბერი

12:40 საბერძნეთი-მონტენეგრო 69:73

16:40 აშშ-ლიეტუვა 104:110

პირველი ჯგუფური ეტაპი

 

25 აგვისტო

12:00 ანგოლა-იტალია 67:81

16:00 დომინიკის რესპუბლიკა-ფილიპინები 87:81

12:45 მექსიკა-მონტენეგრო 71:91

16:30 ეგვიპტე-ლიეტუვა 67:93

13:15 ლატვია-ლიბანი 109:70

17:30 კანადა-საფრანგეთი  – 95:65

12:00 ფინეთი-ავსტრალია – 72:98

16:10 გერმანია-იაპონია 81:63 

 

26 აგვისტო

12:00 კაბო ვერდე-საქართველო 60:85

15:30 სლოვენია-ვენესუელა 100:85

12:00 ს. სუდანი-პუერტო რიკო 96:101

16:00 სერბეთი-ჩინეთი 105:63

12:45 იორდანია-საბერძნეთი 71:92

16:40 აშშ-ახალი ზელანდია 99:72

13:45 ირანი-ბრაზილია 59:100

17:30 ესპანეთი-კოტ დ’ივუარი 96:64

 

27 აგვისტო

12:00 იტალია-დომინიკის რესპუბლიკა 82:87

16:00 ფილიპინები-ანგოლა 70:80

12:45 მონტენეგრო-ეგვიპტე 89:74

16:30 ლიეტუვა-მექსიკა 96:66

12:30 ავსტრალია-გერმანია – 82:85

16:10 იაპონია-ფინეთი 98:88

13:45 ლიბანი-კანადა 73:128

17:30 საფრანგეთი-ლატვია – 86:88

 

28 აგვისტო

12:00 ვენესუელა-კაბო ვერდე  75:81

15:30 საქართველო-სლოვენია – 67:88

12:00 ჩინეთი-ს. სუდანი 96:89

16:00 პუერტო რიკო-სერბეთი 77:94

12:45 ახალი ზელანდია-იორდანია 95:87(დ.დ.)

16:40 საბერძნეთი-აშშ – 81:109

13:45 კოტ დ’ივუარი-ირანი 71:69

17:30 ბრაზილია-ესპანეთი – 78:96

 

29 აგვისტო

12:00 ანგოლა-დომინიკის რესპუბლიკა 67:75

16:00 ფილიპინები-იტალია 83:90

12:45 ეგვიპტე-მექსიკა 100:72

16:30 მონტენეგრო-ლიეტუვა – 71:91

11:30 გერმანია-ფინეთი – 101:75

15:10 ავსტრალია-იაპონია 109:89

13:45 ლიბანი-საფრანგეთი 79:85

17:30 კანადა-ლატვია – 101:75

 

30 აგვისტო

12:00 ს. სუდანი-სერბეთი 83:115

16:00 ჩინეთი-პუერტო რიკო 89:107

12:40 აშშ-იორდანია – 110:62

16:40 საბერძნეთი-ზელანდია 83:74

12:00 საქართველო-ვენესუელა – 70:59

15:30 სლოვენია-კაბო ვერდე – 92:77

13:45 კოტ დ’ივუარი-ბრაზილია 77:89

17:30 ირანი-ესპანეთი 65:85