შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქებას, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა

შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები.

ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იტყობინება.

აფეთქება ადგილობრივი დროით 01:30 საათზე, სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, Le Constellation Bar and Lounge-ში მოხდა, სადაც ადამიანები ახალ წელს აღნიშნავდნენ.

დაშავებულია, სულ მცირე, ათი ადამიანი.

როგორც მედია იუწყება, აფეთქების დროს ბარში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

შვეიცარიული მედია წერს, რომ აფეთქება შესაძლოა, პიროტექნიკამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციამ დაადასტურა, რომ მომხდარი ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის.

ადგილზე მობილიზებულია სამძებრო-სამაშველო ჯგუფები.