პერსონალური მონაცემების დამუშავება

  • დასაქმების/სტაჟირების მსურველი (შემდგომში აგრეთვე – კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
  • კანდიდატი აცხადებს თანხმობას, რომ დამსაქმებელმა დაამუშავოს მის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის და იმ მოცულობით და ფარგლებში, რაც საჭიროა კანდიდატის დასაქმების/სტაჟირებაზე მიღების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე;
  • ამასთან, კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში, მათ შორის, შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან, ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან/და შეწყდეს შრომითი  ხელშეკრულება;
  • ასევე, კანდიდატის მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე/სტაჟირებაზე და დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამისი/მსგავსი ვაკანსიისათვის ან სტაჟირებისთვის;  
  • დასაქმების/სტაჟირებაზე მიღების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება  არანაკლებ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში და არაუმეტეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010 წ. N72 ბრძანების – დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით)“ დამტკიცების შესახებ – თანხმად;
  • დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

ვადასტურებ, რომ ვიღებ მონაწილეობას ვაკანსიისათვის/სტაჟირებისათვის შესარჩევ პროცესში, რომელიც გამოცხადდა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. ასევე, ვადასტურებ, რომ გავეცანი და ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ დებულებას პერსონალური მონაცემების დაცვის წესებისა და პირობების შესახებ.