ტეგი: აქცია

შოთა ხაბარელი - ძალადობა მიუღებელია, თუმცა ლევან ხაბეიშვილის მხრიდან პოლიციელების მიმართ პროვოკაცია, თავდასხმა იყო, ყველაფერს პასუხი გაეცემა
შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკური ლიდერების მხრიდან გუშინ მოხდა პარლამენტის შენობის პიკეტირება, ამას ყველა ვხედავდით პირდაპირ ეთერში, რაც არის უკანონო აქტი
ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა
კახა კალაძე - არავის მიეცემა უფლება, ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს, შემოიტანოს არეულობა, თუ მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლის სურვილი ექნება, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით
კახა კალაძე - ჩვენი ქვეყნის მტრებს აქვთ სურვილი, იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია, მათ არ სჭირდებათ პატრიოტი ხელისუფლება, მათ სჭირდებათ აგენტები ხელისუფლებაში, ვინც ყველა დავალებას შეასრულებს
კახა კალაძე - აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, თავდასხმებს პოლიციელებზე, დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, რომელთაგან ექვსი სამართალდამცველია, დაშავებულთა ნაწილი კლინიკებიდან უკვე გაეწერა
ალექსანდრე დარახველიძე - პოლიცია პროცესში ერთვება მაშინ, როცა აქცია ხდება ძალადობრივი ხასიათის და არსებობს რისკი, რომ ინდივიდუალური თავდასხმები მოხდეს კონკრეტულ პირებზე
ალექსანდრე დარახველიძე - სამართალდამცველთა მიმართ აქციის მონაწილეები არაერთხელ გახდნენ აგრესიულები, პოლიციის მისამართით ისროდნენ სხვადასხვა ნივთსა და საგანს
შსს-ს ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 63 პირი
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა ჩახერგეს
აქციის მონაწილეთა ნაწილმა იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა, ისინი გამვლელ ავტომობილებს გადაადგილებაში ხელს უშლიან [ვიდეო]
ნინო ლომჯარია - გამოდით, ხალხო, არ იცით, აქ რა მაგარია, ევროპის ჩემპიონატზე რომ გავედით, ეგეთი საყოველთაო ბედნიერება და ზეიმია
პარლამენტთან აქციაზე ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის გიორგი ვაშაძე და ლევან ხაბეიშვილი იმყოფებიან
აქციის მონაწილეებმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა საგნით გზის ჩახერგვა დაიწყეს
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ დაპირისპირებაა
მამუკა ხაზარაძე - საზოგადოების დაპირისპირებას არ შეგარჩენთ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, მინდა, ვუთხრა, არ მოგასვენებთ, ვერ მოისვენებთ ვერც აქ, ვერც სახლში
სოფო ჯაფარიძე - არც დავიღლებით, არც შეგვეშინდება, ბრძოლა იქნება ბოლომდე
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი დაპირისპირებაა