ზვიად კვაჭანტირაძე დავით ზალკალიანს - საელჩოებისთვის შენობების შეძენის საკითხში ჩვენი მხარდაჭერა გარანტირებული გაქვთ
ზვიად კვაჭანტირაძე დავით ზალკალიანს - საელჩოებისთვის შენობების შეძენის საკითხში ჩვენი მხარდაჭერა გარანტირებული გაქვთ

საქართველოს საელჩოებისთვის შენობების შეძენის საკითხთან მიმართებაში რადიკალური ცვლილება გვჭირდება,- ამის შესახებ დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა საელჩოებისთვის შენობების შეძენის ინიციატივით საგარეო უწყების ხელმძღვანელს და პრემიერ-მინისტრს მიმართა და პარლამენტის მხარდაჭერა აღუთქვა.

„ეს არის აუცილებელი საქმე, რომ წელიწადში თუ არა, ორ წელიწადში ერთხელ მაინც, ერთ ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, შევიძინოთ საელჩოს შენობა. ​ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია წმინდა ბუღალტრული გათვლებით შემოთავაზებული არგუმენტი, რომ თუ ფასი 20 წლის გადასახდელ ქირას აღემატება. ამიტომ მინდოდა თქვენთვის მეთხოვა,  მივაქციოთ ამ საკითხს ყურადღება და ჩვენი მხარდაჭერა ამ მხრივ გარანტირებული გექნებათ”,-განაცხადა დეპუტატმა.