ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ მეტყველების ტრენინგებს უტარებდნენ
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ შოკირებული იყო, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან გადადგომის შესახებ შეიტყო.
როგორც კვაჭანტირაძემ „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ პრემიერობიდან წასულიყო და ისიც წავიდა.
„მე ვიყავი შოკირებული, რადგან დღისით ღარიბაშვილს პრეზენტაცია ქონდა და საღამოს თქვა, რომ გადადგა“,- აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, „მესიჯებზე დაყრდნობით ათქმევინეს, რომ ღარიბაშვილი არა მხოლოდ პრემიერობიდან, არამედ საერთოდ პოლიტიკიდან, პარტიიდან, ყველაფრიდან წავიდა“.
ამასთან, მისივე თქმით, არ ემხრობა გამოთქმას „ფორმალური მმართველობა“, უფრო ემხრობა „არასწორ მმართველობას, რადგან ბიძინა ივანიშვილის დღესაც არ ერევა ქვეყნის მართვის ძალიან ბევრ მიმართულებაში, ერევა მხოლოდ იმ მიმართულებებში, რომელიც აინტერესებს“.
ამასთან, კვაჭანტირაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ პარტიაში ტრენინგებს უტარებდნენ.
კერძოდ, მისი ინფორმაციით, ტრენინგები ტარდებოდა, როგორ უნდა ესაუბრათ და დამსხდარიყვნენ კამერის წინ და მსგავს საკითხებზე.