ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ
ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი გაიმართა.

პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა. საპატრულო პოლიციის ერთმა თანამშრომელმა და მანდატურის სამსახურის სამმა თანამშრომელმა სასადილოში მომხდარ ინციდენტზე სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს.

კუპრავას ადვოკატის განცხადებით, მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი იყო, რაც დაცვის მხარისთვის ეჭვებს აჩენს.

პროკურორის განცხადებით კი, მოწმეებმა ბრალდებულის მხრიდან მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზების წარმოთქმის ფაქტი დაადასტურეს.

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 24 თებერვალს დააკავეს.