ზვიად კუპრავა გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს - შეცდომა იყავი თავიდან ბოლომდე
ზვიად კუპრავა გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს - შეცდომა იყავი თავიდან ბოლომდე

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზვიად კუპრავა სოციალური ქსელით ეხმაურება გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას.

„როცა თავმჯდომარე ხარ და შიდა ამბებზე წუწუნებ – ე.ი. სუსტი ხარ.

როცა ორი კვირის წასული ხარ და წასვლის მიზეზად ორი დღის ამბავი მოგაქვს – მატყუარა.

შეცდომა იყავი, თავიდან ბოლომდე“, – წერს ზვიად კუპრავა ფეისბუქზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.