ზვიად კუპატაძე - ვამაყობ ჩემი გუნდით, ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ევროს მეოთხედფინალი ჩვენთვის ზღვარი არ არის #1TVSPORT
ზვიად კუპატაძე - ვამაყობ ჩემი გუნდით, ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ევროს მეოთხედფინალი ჩვენთვის ზღვარი არ არის #1TVSPORT

ევრო 2022-ის მეოთხედფინალში რუსეთთან შეხვედრა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, 42 წლის ზვიად კუპატაძემ შეაფასა, რომელიც უეფა-მ პირველი ტაიმის გმირად მონათლა.

„თამაშის გეგმა მარტივი იყო – ბრძოლა ბოლო წამამდე. მეტოქის ყველა მოთამაშეს კარგად ვიცნობ, რადგან ბოლო 20 წელია რუსეთში ვთამაშობ. შეიძლება ითქვას, რომ მათ შვილებზე უკეთ ვიცნობ, ამიტომ რუსეთის ნაკრების თამაში არ გამიკვირდა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ისინი უფრო ძლიერები იყვნენ. გასაკვირი არ არის, რომ ისინი თამაშამდე ფავორიტებად მიიჩნეოდნენ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მეკარემ.

ზვიად კუპატაძის თქმით, წაგების მიუხედავად საქართველოს ეროვნული გუნდით ამაყობს:

„ვამაყობ ჩემი გუნდით, ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ნამდვილი მებრძოლები არიან. ალბათ, დღეს შევძელით იმის დამტკიცება, რომ ევროს მეოთხედფინალი ჩვენთვის ზღვარი არ არის. ცოტა იღბლის შემთხვევაში ახლა უკვე ნახევარფინალში გასვლას აღვნიშნავდით, მაგრამ, რა თქმა უნდა, რუსეთის ნაკრებმა ეს გამარჯვება დაიმსახურა“, – ამბობს კუპატაძე.