ზვიად კუპატაძე - გულშემატკივარს ვთხოვ, გავავსოთ დარბაზი, ჩვენ ეს შედეგებით დავიმსახურეთ #1TVSPORT
ზვიად კუპატაძე - გულშემატკივარს ვთხოვ, გავავსოთ დარბაზი, ჩვენ ეს შედეგებით დავიმსახურეთ #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა, ზვიად კუპატაძემ მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში სომხეთთან პირველ მატჩებამდე კომენტარი გააკეთა და გულშემტაკივარს მოუწოდა, სპორტის სასახლის ტრიბუნები შეავსონ.

„მინდა, გულშემატკივარს ვთხოვო გავავსოთ დარბაზი და ვაჩვენოთ პატივისცემა ჩვენი ნაკრების მიმართ. ეს დავიმსახურეთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშით და ნაჩვენები შედეგებით. არავინ წასულა თბილისში თამაშიდან გაწბილებული ან იმედგაცრუებული. ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და შედეგსაც ვაღწევთ“, – ამბობს ზვიად კუპატაძე.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდზე გამოსვლას 15 სექტემბერს იწყებს – ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.ატჩების განრიგი

15 სექტემბერი,| 20:00

საქართველო – სომხეთი

21 სექტემბერი, 00:30

პორტუგალია – საქართველო

საქართველო – სომხეთის შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორაჟს Livestream.com საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არხზე შემოგთავაზებთ. თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.