ზუსტად 145 წლის წინ: 1872 წლის 30 ნოემბერს, გაიმართა ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის. შეხვედრა გლაზგოში, “ჰამილტონ კრესენტზე” (კრიკეტის მოედანი) გაიმართა, ერთმანეთს კი შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩს, რომელიც 0:0 დასრულდა, 4 ათასამდე მაყურებელი დაესწრო.
საერთო ჯამში, ამ გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ 114 მატჩი ჩაატარეს: ინგლისმა მოიგო 48, შოტლანდიამ – 41.