ზურიკო დავითაშვილს ფრანკფურტის „აინტრახტიც“ იწვევს, მაგრამ „სენტ-ეტიენი“ არ უშვებს #1TVSPORT
„გალათასარაი“ ზურიკო დავითაშვილის გადაყვანაზე ფიქრობს, – ინფორმაციას La Gazzetta dello Sport Georgia ავრცელებს.
ამ ამბავს თურქულ მედიასა და გულშემატკივრებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაგრამ, getfootballnewsfrance-ის მტკიცებით, „სენტ-ეტიენმა“ ლუკას სტასინისა და ზურიკო დავითაშვილის შესახებ ნათლად განაცხადა: ისინი არ იყიდებიან და ორივე მომავალ სეზონში „სენტ-ეტიენში“ ითამაშებს. ფრანგული გამოცემის წერილიდან ირკვევა, რომ დავითაშვილით ფრანკფურტის „აინტრახტიც“ დაინტერესდა.
„დავითაშვილი და სტასინი ზაფხულში არ გაიყიდებიან და „სენტ-ეტიენი“ ვარაუდობს, რომ ორივე თავდამსხმელი მომავალ სეზონში ფრანგული ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში გუნდის დაბრუნებაში მთავარ როლს ითამაშებენ.
მიუხედავად იმისა, რომ „სენტ-ეტიენმა“ ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო, გუნდის დაშლას არ ჩქარობს.
როგორც ამბობენ, სტასინით „ბრენტფორდი“ და „ბრაიტონი“ დაინტერესდნენ, ხოლო დავითაშვილის თამაშებმა „სტრასბურგის“ და ფრანკფურტის „აინტრახტის“ ყურადღება მიიპყრო.
გუნდის მიზანია იმ ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარება, რომლებიც კლუბს ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს შეუერთდნენ. ესეი არიან დავითაშვილი და სტასინი. პირველი – „ბორდოდან“, მეორე ბელგიური „ვესტერლოდან“ გადავიდა“, – წერს ფრანგული გამოცემა.