ზურიკო დავითაშვილმა თურქეთის ნაკრებს გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა თურქეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი 63-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 1:3 გახდა.

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფში ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებებიც თამაშობენ.

მუნდიალის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ პირველ ადგილზე გასული გუნდი გადის, ხოლო მეორეადგილოსანი ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს.