ზურიკო დავითაშვილმა ტრავმა მიიღო და პირველ ტაიმში შეცვალეს #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა ტრავმა მიიღო და პირველ ტაიმში შეცვალეს #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილისთვის ​„სენტ-ეტიენის“ საშინაო შეხვედრა „ტრუასთან“ უიღბლო გამოდგა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მხოლოდ 16 წუთი ითამაშა, ტრავმა მიიღო და ნაადრევად შეცვალეს.

„დავითაშვილმა მარჯვენა ტერფის ტრავმა მიიღო და მთავარი მწვრთნელი ფილიპ მონტანიე იძულებული გახდა, ფეხბურთელი შეეცვალა. შესაძლოა, დავითაშვილმა სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშოს“, – წერს გამოცემა Ouest-france-ი.

სენტ-ეტიენს“ დავითაშვილის ტრავმის სიმძიმეზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

„სენტ ეტიენისა“ და „ტრუას“ შეხვედრა სტუმრებმა 3:0 მოიგეს.