ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ რიგებში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბულონს“ ესტუმრა და ქართველის გოლით 1:0 გაიმარჯვა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მთავარი მოვლენები კი შესვენების შემდეგ განვითარდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მხოლოდ მატჩის ბოლოს (89-ე წუთზე) შეცვალეს. დავითაშვილი შეხვედრის გმირი გახდა.
„ბულონის“ კარი ზურიკო დავითაშვილმა 74-ე წუთზე აიღო, ქართველმა შემტევმა საჯარიმოში მცველებს იოლად აჯობა და ზუსტად დაარტყა.
დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, სამ ტურში მის ანგარიშზე ორი გოლია. „სენტ-ეტიენმა“ კი შვიდი ქულა დააგროვა და დამატებითი მაჩვენებლით გათამაშების ლიდერია.