ზურიკო დავითაშვილმა პლეიოფში გაიტანა, მაგრამ „სენტ-ეტიენმა“ „ნიცასთან“ წააგო და საფრანგეთის ლიგა 2-ში დარჩა [ვიდეო] #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ის პლეიოფში „ნიცას“ გაუტანა, მაგრამ ეს გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა, „სენტ-ეტიენი“ დიდი ანგარიშით (1:4) დამარცხდა და მომავალ სეზონში კვლავ მეორე ლიგაში ითამაშებს.
პირველი შეხვედრა ქართველის გუნდმა საკუთარ მოედანზე 0:0 დაასრულა, ამიტომ ლიგა 1-ის საგზურის მფლობელი საპასუხო დაპირისპირებაში უნდა გარკვეულიყო.
„ნიცა“ 62-ე წუთზე ჯონათან კლაუსმა დააწინაურა. „სენტ-ეტიენს“ 79-ე წუთზე თამაშის გადარჩენის იმედი დავითაშვილმა გაუჩინა, რომელმაც მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.
მაგრამ ამის შემდეგ „სენტ-ეტიენმა“ დაცვაში უპატიებელი შეცდომები დაუშვა და სამი გოლი მიიღო.
„ნიცამ ორი მატჩის ჯამში 4:1 მოიგო და ახალი სეზონიდან კვლავ საფრანგეთის ლიგა 1-ში იასპარეზებს.