ზურიკო დავითაშვილმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა - „სენტ-ეტიენი“ პლეიოფში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი მოედანს გოლითა და საგოლე გადაცემით დაუბრუნდა და „სენტ-ეტიენს“ საფრანგეთის ლიგა 2-ში „ამიენის“ დამარცხებაში დაეხმარა – 5:0.

ჩემპიონატის ბოლო, 34-ე ტურის დაპირისპირების დასაწყისში ქართველი შემტევი მასპინძელთა სათადარიგოებში იყო, რადგან ტრავმის შემდეგ სრული დატვირთვით ვერ ითამაშებდა.

შესვენებამდე „სენტ-ეტიენიდუფუსის დუბლით დაწინაურდნენ. დავითაშვილი მოედანზე მის ნაცვლად 56-ე წუთზე შევიდა, მალე კი გოლიც გაიტანა. ამის შემდეგ თავის გამოჩენა სტასინმა და მეუფეკიმ (85) მოახერხეს, რომელმაც „ამიენს“ ქართველის საგოლე გადაცემით გაუტანა – დავითაშვილის თამაში 8,4 ქულით შეაფასეს.

სენტ-ეტიენმა“ რეგულარული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ლიგა 1-ში გადასასვლელად პლეიოფში ითამაშებს.

დავითაშვილის ანგარიშზე რეგულარულ სეზონში 14 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.