ზურიკო დავითაშვილმა ახალი სეზონი „სენტ-ეტიენში“ დაიწყო #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა ახალი სეზონი „სენტ-ეტიენში“ დაიწყო #1TVSPORT

„სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების მიუხედავად, ზურიკო დავითაშვილი გუნდის განაცხადში იყო და „ლავალთან“ საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველი ტურის შეხვედრაში ითამაშა, რომელიც 3:3 დასრულდა.

პირველი ტაიმი უხვგოლიანი გამოდგა. „ლავალი“ მე-16 წუთზე ჩოკუნტემ დააწინაურა. „სენტ-ეტიენი“ კარდონასა და ბოაკიეს მიერ გატანილი ბურთებით დაწინაურდა, მაგრამ „ლავალმა“ პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

51-ე წუთზე „სენტ-ეტიენი“ ოლდიმ დააწინაურა, მაგრამ სტუმრებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს – საბოლოო ანგარიში „ლავალის“ ნახევარმცველმა ეთან კლავრელიმ დააფიქსირა – 3:3.

ზურიკო დავითაშვილი მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა.