ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „როდეზი“ დაამარცხა და პლეიოფის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „როდეზი“ დაამარცხა და პლეიოფის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ ლიგა 1-ში გადასასვლელ პლეიოფში „როდეზს“ უმასპინძლა და ძირითად დროში დაფიქსირებული 0:0-ის შემდეგ მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა.

თამაში დაძაბული გამოდგა, ქართველი შემტევი მასპინძელთა რიგებში ყველაზე აქტიური იყო. ზურიკო დავითაშვილმა ჯერ დრიბლინგით სცადა კარის აღება, შემდეგ შესანიშნავად დაარტყა საჯარიმო მოედნის გარედან და ბურთი კარს ოდნავ ასცდა.

გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების სერია. პირველი დარტყმა დავითაშვილმა შეასრულა. ზუსტი იყო. საბოლოოდ კი „სენტ-ეტიენმა“ 7:6 მოიგო და პლეიოფის ფინალში გავიდა.

ახლა დავითაშვილის გუნდს ლიგა 1-ში დასაწინაურებლად ერთი ნაბიჯიღა აშორებს – ფინალში მისი მეტოქე მთავარი ფრანგული ლიგის მეთექვსმეტეადგილოსანი გუნდი იქნება – „ლე ავრი“ (32 ქულა), „ოსერი“ (31) თუ „ნიცა“ (31), ეს ლიგა 1-ის ბოლო ტურში, 17 მაისს გაირკვევა.