ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ კონკურენტ „ნანტს“ ვერ აჯობა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ კონკურენტ „ნანტს“ ვერ აჯობა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში უშუალო კონკურენტს, „ნანტს“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა 1:1.

მე-18 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „სენტ-ეტიენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩი სტუმრებმა უკეთ დაიწყეს და მე-14 წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. „ნანტმა“ ანგარიში მოიზეს სიმონის დარტყმით გახსნა და ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო.

შესვენების შემდეგ „სენტ-ეტიენი“ თამაშის გადარჩენას ცდილობდა და ეს მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლო. გუნდის შეტევა აუგუსტინ ბოაკიემ დააგვირგვინა. მან „ნანტის“ კარი 87-ე წუთზე აიღო და გუნდს ერთი ქულა მოუტანა.

„სენტ-ეტიენმა“ (17 ქულა) „ნანტის“ (17) გადასწრების შანსი ვერ გამოიყენა, საფრანგეთის ლიგა1-ში გამართული 18 ტურის შემდეგ მე-16 ადგილზე დარჩა და კონკურენტს დამატებითი მაჩვენებლებით ისევ ჩამორჩება.