ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „ბრესტთან“ ქულა მოიპოვა - ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე საგოლე გადაცემაა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „ბრესტთან“ ქულა მოიპოვა - ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე საგოლე გადაცემაა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილმა „ბრესტთან“ შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა და „სენტ-ეტიენს“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა — 3:3.

29-ე ტურის მატჩში ქართველი შემტევი „სენტ-ეტიენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. დავითაშვილმა თავი 34-ე წუთზე გამოიჩინა — მისი გადაცემით გოლი ირვინ კარდონამ გაიტანა.

მატჩის ბოლოს დავითაშვილს გატანის რეალური შანსი თავადაც ჰქონდა, თუმცა მისი თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და „ბრესტი“ გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ „სენტ-ეტიენი“ შეხვედრის მსვლელობისას სამჯერ აგებდა, გამარჯვების შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. დავითაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, მან 7.4 ქულა დაიმსახურა.

ლიგა 1-ის 29-ე ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილს იკავებს. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს.