ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ ამხანაგურ მატჩში „სერვეტთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ ამხანაგურ მატჩში „სერვეტთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ ამხანაგური მატჩი ჟენევის „სერვეტთან“ გამართა და 2:3 დამარცხდა.

დავითაშვილი, რომელიც კლუბის დატოვებას აპირებს, ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე მეორე ტაიმის დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დროისთვის „სენტ-ეტიენი“ ირვინ კარდონას გოლით 1:0-ს იგებდა.

ეს ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე „სენტ-ეტიენის“ პირველი მარცხი იყო. შემდეგ საკონტროლო შეხვედრას დავითაშვილის გუნდი მომავალ პარასკევს, 25 ივლისს, „პარიზის“ წინააღმდეგ გამართავს.