ზურიკო დავითაშვილის გოლის მიუხედავად, „სენტ-ეტიენი“ „სტრასბურთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის გოლის მიუხედავად, „სენტ-ეტიენი“ „სტრასბურთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ის ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „სტრასბურს“ გაუტანა, მაგრამ ქართველის გოლი „სენტ-ეტიენისთვის“ საკმარისი არ აღმოჩნდა და გუნდი 1:3 დამარცხდა.

ანგარიში მასპინძლებმა მე-7 წუთზე გახსნეს — „სტრასბურის“ შეტევა პორტუგალიელმა მცველმა, დიეგო მორეირამ დააგვირგვინა. სტუმრებმა წონასწორობა მე-19 წუთზე აღადგინეს — ეს ზურიკო დავითაშვილმა ძალიან ეფექტური დარტყმით შეძლო.

მალე მასპინძლებმა მეორედ მოახერხეს დაწინაურება — სტუმართა კარი 63-ე წუთზე ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა, ემანუელ ემეგამ აიღო. „სენტ-ეტიენმა“ თამაშის გადარჩენა სცადა, მაგრამ 83-ე წუთზე დილან ბაკვას დარტყმის შემდეგ მესამე გოლი გაუშვა და დამარცხდა.

წაგებამ „სენტ-ეტიენის“ მდგომარეობა დაამძიმა. დავითაშვილის გუნდი სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე 27 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა. ქართველ ფეხბურთელს კი უკვე 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.