ზურიკო დავითაშვილის ეფექტური გოლის მიუხედავად, „სენტ-ეტიენი“ „მონაკოსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ში „მონაკოსთან“ 1:3 დამარცხდა და ქვედა დივიზიონში დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშე დადგა.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა „მონაკომ“ თამაში სასურველი სცენარით დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე ანგარიშის გახსნა მოახერხა. სტუმრების სწრაფი კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით 23 წლის თავდამსხმელმა, მანიე აკლიუშემ დააგვირგვინა და ტაიმი ასეც დასრულდა.

ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ გამორჩეული იყო. 24 წლის ფეხბურთელს პირველ ტაიმშიც შეეძლო საგოლე შეტევის მონაწილე გამხდარიყო, როდესაც მისი გადაცემის შემდეგ კარის წინ ლეო პეტრო დარჩა, თუმცა ბურთს ფეხი ააცილა.

65-ე წუთზე დავითაშვილმა „მონაკოს“ კარში ეფექტური გოლი გაიტანა. მან შორიდან უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ეს მის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გახლდათ. მიუხედავად ამისა, „მონაკომ“ მაინც მოიგო — სტუმრებს გამარჯვება ალ მუსრატიმ (68-ე წუთზე) და ფლორიან ბალოგუნმა (78-ე წუთზე) მოუტანეს.

საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „სენტ-ეტიენი“ 27 ქულით მე-18 ადგილზეა და გასავარდნთა ზონაში იმყოფება. საქართველოს ნაკრების შემტევის აქტივში კი 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.