ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ „ამიენს“ სტუმრად მოუგო #1TVSORT
ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ „ამიენს“ სტუმრად მოუგო #1TVSORT

ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოში“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ქართველის გუნდმა „ამიენი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 25-ე ტურის დაპირისპირება ერთ-ერთმა ლიდერმა „ბორდომ“ სტუმრად გამართა და ფავორიტად ითვლებოდა. თუმცა, სტუმრებმა პირველ ნახევარში სტატუსი ვერ გაამართლეს. „ამიენმა“ მე-17 წუთზე პაპის სისეს გატანილი გოლით ტაიმი 1:0 მოიგო.

დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 64 წუთი ითამაშა. პირველ ტაიმში თანაგუნდელები ქართველს სათანადოდ ვერ ეხმარებოდნენ და მხოლოდ ერთხელ სცადა შეტევის გამწვავება, მეორე ნახევარში კი მისი პასის შემდეგ „ბორდოს“ თავდამსხმელმა ვერ ისარგებლა.

ამიენმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 79-ე წუთზე მასპინძელთა კარი ალიუ ბაჯიმ აიღო, ხოლო არბიტრის მიერ დამატებულ დროში ფრანსერხიომამიენს“ მეორეც გაუტანა და ჟირონდელებს 3 ქულა მოუპოვა – 2:1.

25 ტურის შემდეგ „ბორდომ“ 45 ქულით დააგროვა, ლიგა 2-ში მეორე პოზიციაზე დაწინაურდა და „სოშოს“ (44) გადაასწრო.