ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ განაჩენს არ ეგუება - კლუბი „როდეზს“ სპორტული ეთიკის დარღვევას ედავება და მატჩის გადათამაშებას ითხოვს #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ განაჩენს არ ეგუება - კლუბი „როდეზს“ სპორტული ეთიკის დარღვევას ედავება და მატჩის გადათამაშებას ითხოვს #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ გააპროტესტა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, გუნდს საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში „როდეზთან“ წაგება ჩაეთვალა. შედეგად, ქართველის გუნდი მომავალ სეზონშიც ლიგა 2-ში ითამაშებს, ხოლო გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ ლიგა 1-ში ოფიციალურად დაწინაურდა.

„საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის როგორც გაუგებარი, ასევე არაპროპორციული, საქმის ელემენტებისა და სამართლის თვალსაზრისით. კლუბი შეეცდება, რაც შეიძლება მალე დაიცვას თავისი უფლებები და სპორტული პოზიცია“, – წერია „ბორდოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კლუბის დირექტორთა საბჭომ სადისციპლინო კომიტეტს სხდომამდე აცნობა ის, რაც მათ მიაჩნიათ დარღვევად. კლუბმა გამოიყენა რამდენიმე არგუმენტი, მათ შორის, წინააღმდეგობა „როდეზის“ წარმომადგენელთა სიტყვებსა და ქმედებებში, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. კლუბი პასუხისმგებლობას არ გაურბის, მაგრამ როდესაც 23-ე წუთზე „როდეზის“ თავდამსხმელმა, ლუკას ბუადესმა ანგარიში გაიხსნა, წაიქცა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ბორდო“ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ბუადესმა ეს ყველაფერი „გააფორმა“, ტვინის შერყევა არ ჰქონია ქომაგის მხრიდან ხელის კვრის შემდეგ. პრესრელიზში კლუბმა უწოდა „ცრუ და სპორტული ეთიკის საწინააღმდეგო“ „როდეზის“ თავდამსხმელის მოქმედებას, რაც გახდა შეხვედრის ჩაშლის მიზეზი. სამედიცინო ექსპერტიც ადასტურებდა, რომ ბუადესს დაზიანება არ მიუღია.

არგუმენტების დაფიქსირების შემდეგ „ბორდომ“ შეიტანა საჩივარი „როდეზის“ წინააღმდეგ სპორტული ეთიკისა და სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო. კლუბში აცხადებენ, რომ მათი სურვილი იყო, მიეღოთ გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებდა სასჯელს და მათ, სამართლიანობის მიზნით, მხოლოდ შეწყვეტილი მატჩის გადათამაშება სურთ.