ზურიკო დავითაშვილი ტრავმის გამო საქართველოს ნაკრების მატჩებს გამოტოვებს, ხვიჩა კვარაცხელია კი გუნდს მალე შეუერთდება #1TVSPORT
2 ივნისს საქართველოს ეროვნული გუნდი სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას რუმინეთთან გამართავს, რომლის პირდაპირ რეპორტაჟსაც საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
თბილისში მიმდინარე შეკრებაზე „მიხეილ მესხი 2-ზე“ საქართველოს ნაკრებში 23-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა.
ზურიკო დავითაშვილი ივნისის ამხანაგურ შეხვედრებს კუნთის ტრავმის გამო გამოტოვებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ გუნდს მომდევნო დღეებში შეუერთდება.
1 ივნისს საქართველოსა და რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ.