ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ ემზადება და ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა პირველივე ამხანაგურ შეხვედრაში გოლი გაიტანა და „სენტ-ეტიენს“ „ეტუალ კარუჟთან“ მოგებაში დაეხმარა – 3:1.
ამხანაგურ მატჩში ანგარიში შვეიცარიელებმა გახსნეს – 42-ე წუთზე „სენტ-ეტიენის“კარი იტაიტინგამ აიღო, მაგრამ ოლდიმ (45+1) ძალიან სწრაფად აღადგინა წონასწორობა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.
მეორე ტაიმში ფრანგებმა უპირატესობა მოიპოვეს და ფომბას ზუსტი დარტყმის შემდეგ წინ გავიდნენ, ხოლო 58-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ფლანგზე კარგად ითამაშა, მესამე გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„სენტ-ეტიენი“ სეზონის დაწყებამდე კიდევ ოთხ მატჩს გამართავს – 12 ივლისს გუნდი ფრანგულ „ტრუას“ დაუპირისპირდება.