ზურიკო დავითაშვილი – „სენტ-ეტიენი“ უმაღლესი ლიგის დონის გუნდია და ეს უნდა დავამტკიცოთ #1TVSPORT

11:21, 23.12.2025

„ჩვენ უმაღლესი ლიგის დონის გუნდი ვართ“, – განაცხადა „სენტ-ეტიენის“ ქართველმა ლიდერმა, ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც საფრანგეთის თასზე „ნიცასთან“ მატჩი (1:2) შეაფასა.

„ნიცას“ მანამდე ზედიზედ ცხრა მატჩი ჰქონდა წაგებული, თუმცა „სენტ-ეტიენს“ 2:1 სძლია. მასპინძელთა შემადგენლობაში ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა – ქართველმა შემტევმა პენალტი ზუსტად შეასრულა.

„ვგრძნობდით, რომ „ნიცასთან“ მოგება შეგვეძლო. მეტი გოლის გატანის შესაძლებლობაც გვქონდა, თუმცა მეტოქე მეორე ტაიმში ჩვენს ნახევარზე მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ გადმოვიდა და ორივე ეპიზოდი გოლით დაასრულა. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ჩვენ უმაღლესი ლიგის დონის გუნდი ვართ და ეს მეორე ლიგაში უნდა დავამტკიცოთ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ქართველ შემტევს, ყველა ტურნირის ეგიდით, მიმდინარე სეზონში უკვე 9 გოლი აქვს გატანილი, რაც მისთვის ერთ სეზონში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია.

მსგავსი