ზურიკო დავითაშვილი - საკუთარი თავით კმაყოფილი არასოდეს ვარ, ყოველთვის უფრო მეტ გოლსა და ასისტზე ვფიქრობ #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი - საკუთარი თავით კმაყოფილი არასოდეს ვარ, ყოველთვის უფრო მეტ გოლსა და ასისტზე ვფიქრობ #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა რუსეთის თასის განვლილ მატჩზე გააკეთა კომენტარი – ჯგუფური რაუნდის პირველ შეხვედრაში, ქართველის გუნდმა, ტულას „არსენალმა“ პირველლიგელი ბრიანსკის „დინამო“ 6:1 დაამარცხა.

„შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ, მაგრამ ძალიან მძიმე მოედანი იყო და თამაში ჭირდა. კარგია, რომ სწრაფი გოლი გავიტანეთ და ეს დაგვეხმარა, პირველ ტაიმში მეტოქის კარი კიდევ სამჯერ რომ აგვეღო“, – ამბობს დავითაშვილი.

საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველს კომენტარის გაკეთება საკუთარ თამაშზეც სთხოვეს:

„მთავარია, რომ გუნდმა მოიგო. ყველამ კარგად ითამაშა. მე რაც შემეხება, საკუთარი თამაშით კმაყოფილი არასოდეს ვარ. ყოველთვის მინდა უფრო მეტი გავიტანო დამეტი ასისტი გავაკეთო“.

რუსეთის თასზე ტულას „არსენალმა“ პირველლიგელი ბრიანსკის „დინამოს“ გარდა, ჯგუფში „ნიჟნი ნოვგოროდი“ დაამარცხა. დავითაშვილი იმედოვნებს, რომ წარმატებიდან გამომდინარე განწყობა გუნდს რუსეთის პრემიერლიგის შემდეგ ტურში „ურალთან’ შეხვედრაშიც გაჰყვება:

„როდესაც იგებ, ეს გეხმარება, შემდეგ მატჩისთვის ფსიქოლოგიურად უკეთ რომ მოემზადო. „ურალთან“ მატჩისთვის მოვემზადებით და ვნახოთ, აქედან რა გამოვა“.

დატოვე კომენტარი