ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურში ლიდერ „ანჟერთან“ გამარჯვების შემდეგ „ბორდოს“ ქართველი ლეგიონერი ზურიკო დავითაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

საქართველოს ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევი რჩეულთა შორის ლიგის ოფიციალურმა გვერდმა (Ligue2BKT) დაასახელა.

ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ საფრანგეთის ლიგა 2-ის ლიდერ „ანჟერთან“ ურთულესი მატჩის მოგებაში დაეხმარა (1:0) – 22 წლის ქართველმა შემტევმა მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში 89 წუთის მანძილზე ითამაშა და 70-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა თავი მეორედ გამოიჩინა. ამ გამარჯვებით „ბორდო“ მე-13 ადგილზე დაწინაურდა.