ზურიკო დავითაშვილი „რუბინის“ ფეხბურთელია [ვიდეო]
ზურიკო დავითაშვილი „რუბინის“ ფეხბურთელია [ვიდეო]

ზურიკო დავითაშვილი კარიერას რუსეთის პრემიერლიგის კლუბში, ყაზანის „რუბინში“ გააგრძელებს – ინფორმაციას ყაზანელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„რუბინის“ ოფიციალური გვერდის ცნობით, ყ18 წლის ქართველ ფეხბურთელთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და დავითაშვილი კლუბში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

თბილისის დინამოს საფეხბურთო აკადემიის გაზრდილი დავითაშვილი 2018 წლიდან თბილისის ლოკომოტივში გამოდიოდა და მისი ფორმით ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 18 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. იყო საქართველოს ყველა ასაკოვანი ნაკრების წევრი, ამჟამად კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

„ყაზანის „რუბინში“ გადასვლით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს არის ძალიან დიდი კლუბი კარგი ისტორიით. აქ გასაზრდელად ყველა პირობაა შექმნილი. ვიმედოვნებ, რომ ახალ გუნდში პროგრესირებას გავაგრძელებ და შევძლებ, ყაზანელი გულშემატკივრების გახარებას შევძლებ“ – ამბობს დავითაშვილი „რუბინის“ საკლუბო ტელევიზიასთან ინტერვიუში.