ზურიკო დავითაშვილი - რთულ ვითარებაში ვიყავით, კოსოვოსთან მოგება ძალიან საჭირო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი - რთულ ვითარებაში ვიყავით, კოსოვოსთან მოგება ძალიან საჭირო იყო [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელ შეხვედრებზე ილაპარაკა.

„ძალიან რთულ ვითარებაში ვიყავით, ბევრი მარცხი დაგვიგროვდა, თამაშიც არ გამოგვდიოდა და ხარისხიც კარგი არ გახლდათ. კოსოვოსთან მოგებამ ქართველ ხალხზეც და ჩვენზეც იმოქმედა. ძალიან გახარებული ვარ, გოლი რომ გავიტანე – ნაკრებში გოლი ყველა ფეხბურთელის ოცნება და დიდი სიხარულია“, – განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა „ტაიმაუტში“.

 

„იმსახურებ თუ არა ნაკრებში მეტ სათამაშო დროს?“ – ტულის „არსენალის“ 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, რომელმაც საქართველოს ნაკრების ბოლო სამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა, კომენტარი ამ კითხვაზეც გააკეთა.

„ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ფეხბურთელი რომც არ თამაშობდეს, შრომა უნდა გააგრძელოს და თავის შანსს დაელოდოს“.

აქვს თუ არა ვილი სანიოლის ნაკრებს პერსპექტივა? დავითაშვილმა საკუთარი მოსაზრება ამ საკითხზეც გამოხატა:

„ჩემი აზრით, ყველა მწვრთნელს სჭირდება დრო, საკუთარი თავი რომ წარმოაჩინოს – ნაკრებშიც და გუნდშიც. ამ ნაკრებს პერსპექტივა აქვს და ყველა ვნახავთ, მოვლენები როგორ განვითარდება“.

დატოვე კომენტარი