ზურიკო დავითაშვილი - ნაკრებში სხვადასხვა პოზიციაზე ვთამაშობ, ყველაზე კომფორტულად თავს მარცხენა გარემარბად ვგრძნობ #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი - ნაკრებში სხვადასხვა პოზიციაზე ვთამაშობ, ყველაზე კომფორტულად თავს მარცხენა გარემარბად ვგრძნობ #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ ვებგვერდთან ინტერვიუში საკლუბო და სანაკრებო მიზნებზე ისაუბრა.

„ფეხბურთში ბევრი ოცნება მაქვს – საკლუბო დონეზე ჩემპიონთა ლიგის მოგება, ხოლო საქართველოს ნაკრებში – მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონობა. ბავშვობაში ჩემი პირველი ოცნება ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის კლუბში თამაში იყო.

როდესაც „სენტ-ეტიენისგან“ შეთავაზება მივიღე, სხვა ვარიანტებიც მქონდა, მაგრამ ახლანდელი კლუბის წინადადებას დავთანხმდი. გადაწყვეტილების მიღებაში ჩემი აგენტი, მამუკა ჯუღელი დამეხმარა.

რაც შეეხება ჩემს სათამაშო ამპლუას, ნაკრებში 8 და 10 ნომრების პოზიციაზე ვთამაშობ, მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე, თუმცა ყველაზე კომფორტულად თავს მარცხენა გარემარბად თამაშის დროს ვგრძნობ.

ასევე მეკარეობაც შემიძლია და ერთ მშვენიერ დღეს მინდა, ამ პოზიციაზეც მოვსინჯო ძალები. იმის მიუხედავად, რომ მაღალი არ ვარ, ვფიქრობ, ამ ამპლუაშიც ნიჭიერი ვარ“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.